ქუთაისის ინფექციურში COVID-19-ით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეიყვანეს.

მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ. პაციენტები ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს.