ქუთაისის "ინფექციურში" მოთავსებულ პაციენტების ანალიზების პასუხი ცნობილია

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთ პაციენტს, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიდან კვლევების პასუხები რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„ხუთიდან, ოთხი გუშინ, იტალიდან ჩამოფრინდა, ერთი კი საკუთარი სურვილით მოვიდა კლინიკაში, რადგან ადრე იმყოფებოდა მოგზაურობაში. ახალი პაციენტები ჯერჯერობით არ მიგვიღია,"- განუცხადეს Report. ge-ს კლინიკის პრესსამსახურში.