ქუთაისის კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა დატოვა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. 

პაციენტებს აღენიშნებოდათ პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულება.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან ბავშვები და ორსულებიც.

ამ დროისთვის, "ბომონდში" 82 კოვიდინფიცირებული რჩება.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 796-მა ადამიანმა დაამარცხა და ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3120-ს შეადგენს