ქუთაისის ლაბორატორიაში 66 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს

ქუთაისის ლაბორატორიაში გაგზავნილი 66 ანალიზიდან ყველა უარყოფითია. არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საკვლევი მასალის ნიმუშები საკარანტინო სივრცეში მყოფ გასაწერ პირებს და მედპერსონალს ეკუთვნოდათ.

ამ დროისთვის რეგიონში, კარანტინში 241 ადამიანი იმყოფება.