ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 150 ადამიანი გამოიკვლიეს

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 150 მოქალაქე გამოიკვლიეს. ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

კერძოდ, ლაბორატორიულად გამოკვლიეს წყალტუბოში ინფიცირებულების კონტაქტები, ასევე იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტები და საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილი მოქალაქეები.