ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და ხვალიდან სწავლება ონლაინრეჟიმში გაგრძელდება. 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც ადასტურებს.

შალამბერიძის ინფორმაციით,ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ეპიდემიოლოგებმა მისი კონტაქტების მოძიება უკვე დაასრულეს.