ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული ინფექციურში გადაიყვანეს

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული, ახალ ინფექციურში გადაიყვანეს.

ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ამ დროისთვის კლინიკაში, სამი ინფიცირებული მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 605-ს შეადგენს.