ქუთაისის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა. 

ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. 

სამართალდამცველებმა ზაალ კუხიანიძე დააკავეს და სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.