ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზეე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდთან მიმდინარე სამუშაოების გამო 8 დეკემბრის 22:00 საათიდან 9 დეკემბრის 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.