ქუთაისს ახალი ავტობუსები ჰყავს

ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. 

"ათწლეულებია ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ ყოფილა. ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას 60 ახალი, თანამედროვე ავტობუსი ჰყავს, რომლებიც იმუშავებენ როგორც ძველ სვლა-გეზებზე, ასევე მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ ახალ მარშრუტებზეც", - განაცხადა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. 

EVRO 5 –ის ტიპის ავტობუსები მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისში ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან განახლდება.