ქუთაისში, 10-წლიანი ლოდინის შემდეგ 47 წლის ქალს ტყუპი შეეძინა

ქუთაისში, კოვიდინფიცირებული, 47 წლის ქალი ტყუპის დედა გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს.

"47 წლის ქალბატონი, რომელიც შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა, ტყუპების დედა გახდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას "კლინიკა ბომონდში", ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.