ქუთაისში, 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა. 

პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. მკურნალობის შედეგად  მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს,  რომ  ქალბატონი კლინიკაში სხვა პაციენტების გამხნევებას ცდილობს. 

გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც კლინიკას 2 დღეში დატოვებს, ქუთაისის მკვიდრია და საავადმყოფოში 20 ნოემბერიდან მკურნალობდა.