ქუთაისში 16 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ქუთაისში 16 წლის რომიკო ადეიშვილს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

როგორც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, ის სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად იმყოფება. 

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ბოლოს ცენტრალურ მოედანზე შენიშნეს.