ქუთაისში 28 დღეა COVID-19 არ დაფიქსირებულა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 377 პირი გამოიკვლიეს და არცერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე ავრცელებს. ანასთან, მისივე ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევა ბოლო 28 დღეა, არ დაფიქსირებულა.