ქუთაისში 74-ე უბანზე დეზინფექცია დარღვევით ჩატარდა - დამკვირვებელი

ქუთაისის 74-ე უბანზე ხმაური იყო. პარტია "ლელოს" დამკვირვებლის ინფორმაციით შენობაში დეზინფექცია წესების დარღვევით ჩატარდა. 

მარიამ მინდიშვილმა განაცხადა, რომ სადეზინფექციო სამუშაოების დროს ოთახში მხოლოდ დამლაგებელი და პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დარჩა, რაც კანონდარღვევაა. 

"აუცილებელია, პროცესს დამკვირვებლები ესწრებოდნენ", - განაცხადა მარიამ მინდიაშვილმა. 

კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯავახაძემ განაცხადა, რომ წესი არ დარღვულა, რადგან ოთახში იმყოფებოდნენ დამკვირვებლები. მისი თქმით პროცესს კამერა იღებდა. 

"ლელოს" მაჟორიტაროტბის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი პროცესის შეწყვეტას ითხოვს.