ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქუთაისში, ახალაზრდა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ მოხდა. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.