ქუთაისში ალილოს მსვლელობა გაიმართა - PHOTO

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს მსვლელობა გაიმართა. 

ალილოს მონაწილეებმა მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცეს. ისინი ალილოზე შეგროვილ საჩუქრებს დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.

საზეიმო მსვლელობას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ დალოცა.