ქუთაისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა აბაშიძის გამზირზე მოდა. 

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

დაწყებულია გამოძიება.