ქუთაისში ავარიის შემდეგ ავტომბოლი დაიწვა

ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.