ქუთაისში დაკარგული ახალგაზრდა სახლში დაბრუნდა

მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 15 აგვისტოს შემდეგ ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა. 20 წლის ნოდარ თამარიანი ვარშავიდან საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი ქუთაისში მისი კვალი დაიკარგა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა ჯანმრთელი და უვნებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თამარიანს არ განუმარტავს, რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი.