ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, მათ ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები რკინიგზის თანამშრომლები არიან. 

report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.