ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დევნილთა კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე თქმით, ცეცხლი ხის შენობას გაუჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი დროულად ჩააქრეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.