ქუთაისში გამოკვლეული 279 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია

ქუთაისის ლაბორატორიაში 279 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და კარანტინის ზონებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.

იმერეთის რეგიონში არსებული კარანტინის სივრცეებიდან 106 ადამიანი გავიდა და ამ დროისთვის 237 პირი რჩება.