ქუთაისში ჯიშიანი ძაღლების გამოფენა მოეწყო

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჯიშიანი ძაღლების ეროვნული გამოფენა ტარდება. ღონისძიება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით 15 და 16 მაისს იმართება. მას ქუთაისის მერია უჭერს მხარს.

გამოფენები CAC-FCG რანგისაა და გამარჯვებულები ორ კატეგორიაში -"Kutaisi Cup 2021" და "Kutaisi Star 2021" გამოვლინდება.ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.