ქუთაისში ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა

ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.