ქუთაისში კორონავირუსისგან 1 თვის ჩვილი განიკურნა

ქუთაისში, კლინიკა "ლჯ და კომპანიაში" კორონავირუსისგან 1 თვის პაციენტი განიკურნა.  ინფორმაციას კლინიკა ოფიციალურ facebook გვერდზე ავრცელებს.

პატარა პაციენტს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაეწერა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 2,197 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 14 829-ს შეადგენს.