ქუთაისში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა

კორონავირუსით ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი გარდაიცვალა.

54 წლის მარინე გოდუაძე ორი კვირის წინ დაინფიცირდა. კლინიკის დირექტორის გოგიტა ბაბუნაშვილის ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

ექთნის ინფიცირების წყარო უცნობია. სავარაუდოდ, იგი პაციენტისგან დაინფიცირდა. ექთანი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.