ქუთაისში კოვიდინფიცირებული საავადმყოფოდან გადმოხტა

ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოს მე-5 სართულიდან გადმოხტა.

მიღებული ტრავმების შედეგად პაციენტი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი 65 წლამდე კაცია.

პაციენტი ჩხობაძის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით, ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.

რა გახდა გადმოხტომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს