ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. 

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.