ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა

ქუთაისის დრამატულ მესხიშვილის თეატრში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა. 

3 დღის განმავლობაში აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ფრანგული, ჩინური, გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მრავალფეროვან პროგრამას .ნაჩვენები იქნება უკანასკნელი ათწლეულის თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები;

კინოჩვენებებთან ერთად,ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი კინორეჟისორები, კინოოპერატორები, სცენარისტები, პროდიუსერები.

საპატიო პრიზი“ოქროს დინოზავრი“ კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რეზო გაბრიაძეს გადაეცა.