ქუთაისში მოსახლეობას ხმოვანი აპარატურით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ - VIDEO

ქუთაისში მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, წესების დაცვაზე ხმოვანი აპარატურით აფრთხილებენ.

რამდენიმე ავტომანქანა,რომელზეც დამაგრებულია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, მთელი დღის განმავლობაში, გადაადგილდება ქუთაისის ქუჩებში და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.