ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამოხვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა ქალაქში სოფელ ნამოხვანიდან გადაინახვლეს. ისინი უკვე 126-ე დღეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

ქუთაისში შეკრებილია მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან. მათ რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერა გამოცხადეს. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ კომპანია "ენკას" ხელშეკრულება გაუუქმდეს, თავად კომპანია კი რიონის ხეობიდან გავიდეს.