ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეჩერდნენ და რეგიონის გუბერნატორს და ქალაქის მერს ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციიდან სასამართლოსკენ დაიძრნენ, სადაც ღამით, გუმათში დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციამ ქუთაისში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სამართალდამცველებმა გუმათში რკინის "კედელი" აღმართეს და ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეზღუდეს.