ქუთაისში სიმსივნით დაავადებული პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა 

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 73 წლის კაცი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს სიმსივნური დაავადება აქვს და COVID-19 -ით ის დაახლოებიც 20 დღის წინ მოათავსეს საავადმყოფოში.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კლინიკას ხვალ დატოვებს.

ამ დროისათვის, საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 97 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში - 4816 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.