ქუთაისში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. 50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.

სკოლის დირექტორის, ელისო ჯიბლაძის განცხადებით, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კორონავირუსზე უკვე გამოიკვლიეს რამდენიმე მასწავლებელი, ყველა პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დირექტორის თქმით,სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება და სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.