ქუთაისში თხევადი აირის გადამზიდი მანქანიდან გაზმა გაჟონა

ქუთაისში თხევადი აირის გადამზიდი მანქანიდან გაზმა გაჟონა. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. 

ადგილზე მეხანძრე -მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავზიდან გაზმა გაჟონა და არსებობს აფეთქების საფრთხეც.

მათივე თქმით, რამდენიმე ობიექტიდან მოქალაქეები გაიყვანეს.

report.ge დამატებითი ინფორმაციის გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.