ქუთაისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

წყალტუბო-ქუთაისის მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.