ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს მდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

76 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა.