ქუთაისში COVID-19-ზე 5 ადამიანის პასუხი მიიღეს

ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდის"  ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 5 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

კლინიკაში ამ დროისათვის მეთვალყურეობის ქვეშ ორი პაციენტი რჩება. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევაზეა გაგზავნილი და შედეგებს ხვალ ელოდებიან.

პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.