"კვალი იკარგება ლისის ტბის ტერიტორიაზე" - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მეგობრის დაკარგვის შესახებ წერს. 

მუსერიძის ინფორმაციით, გიორგი ჭოლოკავა სახლიდან 31 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ ეძებენ.

"მეგობრებო, გთხოვთ ყველამ გააზიაროთ. სამშაბათს, შუადღის 3 საათზე, სახლიდან გავიდა ჩვენი მეგობარი გიორგი ჭოლოკავა (ჭოლო).

კვალი იკარგება ლისის ტბის ტერიტორიაზე, წოდორეთის მიმართულებით, მოძრაობდა მოტოთი. ვისაც გეცნობათ, ან შეგინიშნავთ, გთხოვთ მოგვწეროთ, არ დაიზაროთ, ყველამ გააზიარეთ", - წერს თამუნა მუსერიძე.