ქვემო ქართლში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. 

როგორც report.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელის მიმდებარედ, ცოფი მიუსაფარ ძაღლებს დაუდასტურდა.

,,იანვარში დაფიქსირდა ცოფის 2 შემთხვევა მიუსაფარ ძაღლებში. დღეისათვის ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია", - განუცხადეს report.ge-ს სეს-ში.