ქვეყანაში 100 000 ადამიანისთვის საკმარისი "ფაიზერის" ვაქცინა კიდევ არის - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კიდევ 100 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისი "ფაიზერის" მარაგი არსებობს. მისი განცხადებით, 153 000 ჯავშანი უკვე გაკეთდა პირველ დოზაზე. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა საყოველთაო აცრების გაფართოების აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

"საბჭოზე ჯანდაცვის სამინისტრომ დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან, რომ ხელმისაწვდომობისთვის უფრო გაიშალოს აცრების გეოგრაფიული არეალი. მოლებზეა საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.