ქვეყანაში დადგენილი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა

ქვეყანაში დადგენილი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა. 

სამართალდამცველებმა 60 პირი დააჯარიმეს, რომლებმაც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, დააჯარიმეს 288 ფიზიკური პირი, რომლებმაც პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. ამავე წესის განმეორებით დარღვევის გამო 63 პირი დაჯარიმდა. 

შსს კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.