ქვეყანაში კოვიდინფიცირებული 1 180 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში Covid 19-ის ამ ეტაპზე მიმდინარე 38 300 შემთხვევიდან 1 180 პირის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი. 

922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში.

32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 257 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 386 ადამიანი.