ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო - ამირან გამყრელიძე

"მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდემიის კლასტერები, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ და არპირდაპირ უკავშირდება თავშეყრის ადგილებს სხვადასხვა მიზეზით. 

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.