ლაგოდეხში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა.

ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, 65 წლამდე ასაკის კაცი, ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.