ლაგოდეხი ისევ დაისეტყვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ვარდისუბნის ზონის ტერიტორია ისევ დაისეტყვა. ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. 

წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. დასახლებულ პუნქტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 

მუნიციპალიტეტში მიყენებული ზიანის დათვლას ხვალ დაიწყებენ.