ლაგოდეხში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხში, აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

შემთხვევის დროს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა, აქედან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა.

ავარიის მიზეზი უცნობია.

Report.ge შემთხვევის დეტალებს შსს-ში არკვევს.