ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

28 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის რამდენიმე დღის განმავლობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შევიდა.