ლაგოდეხში მდინარე კაბალი ადიდდა

ლაგოდეხში მდინარე კაბალი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა. დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები. 

ადგილობრივების ცნობით, ჭარბი ნალექის გამო მომატებული გრუნტის წყლებით დაიფარა საცხოვრებელი სახლები. 

მუნიციპალიტეტში მოსახლეობას მაშველები ეხმარებიან.